ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

დელეგატი 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგა გობეჯიშვილმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა.

სამართალდამცავებმა დელეგატი გუშინ, საკუთარ სახლთან, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. გობეჯიშვილი სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატთა შეხვედრაზე მიდიოდა.

სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირებს მომხდარს გობეჯიშვილის ოჯახი და თავად რევაზ არველაძე. წინასწარი ინფორმაციით, გობეჯიშვილი სწორედ არველაძის მხარდამჭერია.

დელეგატის დაკავებამ გააჭიანურა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დღეს, დილის 11 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები