თეორემა

PACE-ს რეზოლუცია - მაგნიტსკი და მერაბიშვილი ერთ კონტექსტში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის - "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით" -თანახმად, საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება. რეზოლუცია დღეს 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს. დეპუტატებმა ქართული ოცნების წარმომადგენლების არცერთი შენიშვნა არ გაიზიარეს. ანგარიშში საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის შესახებ არის საუბარი.
ევროპის ყველაზე ფართო საერთაშორისო საკანონმდებლო ფორუმმა რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილი და სერგეი მაგნიტსკი ერთსა და იმავე კონტექსტში მოიხსენია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ორივე პარტიის მხარდაჭერით სპეციალური კანონი მიიღო, რომელიც მაგნიტსკის აქტის სახელითაა ცნობილი. ეს აქტი იმ ადამიანების დასჯას გულისხმობს, რომლებიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში არიან გარეული.

კომენტარები