პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფა

ჭკადუა: დაპირისპირების პროვოცირება თავად პატრულმა მოახდინა

timer.ge

რუსთავი 2 ახალ სკანდალურ კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პატრულის თანამშრომლებს.

ფირზე ადვოკატი ირმა ჭკადუა და მისი თანმხლები პირები არიან ასახულები. ვითარება ქუჩაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელმა მძღოლისგან ალკოტესტის ჩაბარება მოითხოვა. ავტომობილში მყოფმა პირებმა კი საპასუხოდ პატრულ-ინსპექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ირმა ჭკადუას განმარტებით, დაპირისპირების პროვოცირება თავად პატრულის თანამშრომლებმა მოახდინეს.

"თუკი პატრულის თანამშრომლებს ექნებოდათ ჩემი თანმხლები პირების დაკავების საფუძველი და ეს არ იქნებოდა მათ მიერ პროვოცირებული, მაშინ მათ აუცილებლად დააკავებდნენ", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დღეს გავრცელებული ვიდეოც, სავარაუდოდ, იმ ეპიზოდების ჩამონათვალში მოხვდება, რომლებიც უკვე შესასწავლად აქვს როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას.

კომენტარები