თავდაცვის სამინისტრო

დაჭრილი ჯარისკაცი თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა მოინახულეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გერმანიაში, ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო მისიის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, მათ შორის, დაეხმარება გერმანიაში ჩასვლაში.

გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, სერჟანტი პაატა როსტობაია მკურნალობას ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის, მომავალ კვირას კი მისი პალატაში გადაყვანა იგეგმება.

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა. შეტაკების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა, ხოლო ამავე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.

კომენტარები