პრეზიდენტი აშშ-ში

საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი შევხდა ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს. ასევე, პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად, ნიუ იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის გამოფენები ქვეყნის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.  

„მნიშვნელოვანი გამოფენაა და იგი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეერთებულ შტატებში. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მოვიდა დახურვის ცერემონიაზე და პირადად ესაუბრა იმ ბიზნესმენებს და პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებიც შემდგომში ქართული პროდუქციით შეიძლება დაინტერესდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა. 

კომენტარები