კრიმინალი

შსს: დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ფოიეში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული ნიკა ბ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა. გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით)", - აცხადებს შსს.

კომენტარები