კრიმინალი

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამმცველებმა 1986 წელს დაბადებული ვლადიმერ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვლადიმერ ქ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 201 საბრძოლო ვაზნა, თურქული წარმოების, არარეგისტრირებული სანადირო თოფი, კუსტარულად დამზადებული არარეგისტრირებული პისტოლეტი, 6 მჭიდი და ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი 7 დეტალი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები