გიგი უგულავას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა. გიგი უგულავა ივანიშვილის დამარცხებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განუხრელად მიიჩნევს და ამბობს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვას გეგმავს.
" ის გამოყრის ფულს, თუმცა ფულით მან უკვე ერთხელ იყიდა ეს ქვეყანა. ივანიშვილის ტაქტიკა არა შორს მჭვრეტელი და არაგონივრულია. ის ფიქრობს, რომ ხალხი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმას აღარასდროს მისცემს და ამ რწმენიდან ამოდის. თუ მისცა ხმა მოსახლეობამ და მაშინ იტყვის მე ამ ხალხთან საერთო აღაფერი მაქვს და წავა ამ ქვეყნიდან. ის ფიქრობს რომ ნაციონალურ მოძრობა არის გარანტი იმისა, რომ ის შეინარჩუნებს ხელისუფლებას და შეაშინებს ჩვენით ხალხს. მე ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი იმისა, რომ ის ხელისუფლებიდან წავა. " - განაცხადა ხელმეორედ დაკავებამდე, რამდენიმე საათით ადრე, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანისთვის მიცემულ ინტერვიუში.





