კრიმინალი

40 კგ თხილის ქურდობის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თხილის ქურდობისთვის 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1994 წელს დაბადებულმა ირაკლი ა-მ ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, თანასოფლელი მელქის ს-ს ღია აივნიდან ტომრებში დაფასოებული 40 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში თხილის ჩამბარებელ პუნქტში 170 ლარად ჩააბარა და მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ირაკლი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები