ყურძნის ფასი

ღარიბაშვილი: რა უნდა ქართველ გლეხს ბირჟაზე?

მინდა, მივმართოთ ჩვენს ძვირფას მევენახეებს, ფერმერებსა და გლეხებს, რომ ნუ შეხვალთ შეცდომაში, არ მისცეთ საშუალება არავის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ. დგანან ბირჟაზე 20-30 კაცი, დააყენეს ბირჟაზე, რა უნდა ქართველ გლეხს ბირჟაზე? რას დგანან ბირჟაზე - ყურძენი უფუჭდებათ. ესაა რეალობა. თბილისიდან ჩასული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ფონს უქმნიან, ეს უსუსური და დესტრუქციული ადამიანები.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახეთში შექმნილ სიტუაციაზე.

კომენტარები