ყურძნის ფასი

პრემიერი ოთარ დანელიას: შეხვდით მევენახეებს და არა გადაცმულ ენმ-ის წევრებს

რა თქმა უნდა, თქვენ პროვოკატორებს არ უნდა შეხვდეთ, ვიცი, რომ მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა თქვენთან შეხვედრას, მაგრამ გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ პროვოკატორებს. ვიღაც დესტრუქციულ ძალებს არ მისცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ეს შეხვედრა სიტუაციის უფრო დასაძაბად. შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ჯანსაღ, ნამდვილ ადამიანებს, ნამდვილ ფერმერებს და არა, უბრალოდ, გადაცმულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომელთაც ვენახი საერთოდ არც უნახავთ თვალით.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას მიმართა. შეგახსენებთ, რომ კახეთში მევენახეები ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ისინი მინისტრთან ითხოვენ შეხვედრას.

კომენტარები