ყურძნის ფასი

პრემიერი შს მინისტრს: კახეთში პროვოკატორები მოვაშოროთ კანონის ფარგლებში

მინდა, მივმართო პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები - მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი - გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ყურძენზე, რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში. ახლა ეს ადამიანი იმისთვის, რომ ოდესის გუბერნატორს დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის და აქტიურობს. მინდა, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ. ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით ინტრიგანული, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს იმ რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და ფონის გაუარესებას.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობაზე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები