პრემიერი ჩინეთში

ღარიბაშვილს პეკინის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისთვის მინიჭებული წოდებისთვის და აღნიშნა, რომ "მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა". 

კომენტარები