რეზო ჭეიშვილი

მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

TBCBankTV

ქართველი მწერალი, დრამატურგი რევაზ (რეზო) ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჟურნალებში - ცისკარი, საუნჯე. ის იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს-ინფორმაცია") სცენარის ავტორი. მიღებული აქვს რუსთაველის პრემია.

რეზო ჭეიშვილი 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე აირჩიეს მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო. 1992-1995 წლებში აირჩიეს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.

კომენტარები