ყურძნის ფასი

დანელია: ახალი ტრენდია ვაზის გაჩეხვის მუქარები

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ, ზოგადად, მართულია პროცესები იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე მიტინგის მოწყობისთვის კახეთში ორგანიზებულობაა და ახალი ტრენდია, შეიძლება ითქვას, ვაზის გაჩეხვის მუქარები. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს - ეს ერთი, და მეორე - სპეკულაცია ამ თემით არის აბსოლუტურად მიუღებელი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით გურჯაანში ჩატარებულ აქციაზე. მევენახეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან.

კომენტარები