მიგრანტები ევროპაში

იუნკერმა ევროკავშირის ქვეყნებს მიგრაციის კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის ქვეყნებს მიგრაციის კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს 120 ათასი ადამიანის კვოტებით განაწილებას სთავაზობს. ევროკომისია მსგავს კრიზისზე რეაგირების მექანიზმის შექმნას აპირებს. გერმანიის კანცლერმა კი, ლტოლვილების ქვეყნებს შორის პროპორციულად განაწილებას დაუჭირა მხარი. 

"აუცილებელია ევროკავშირის წევრთა და ინსტიტუტების შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ ვებრძვით ისლამურ სახელმწიფოს, რატომ არ ვართ მზად მივიღოთ ისინი, ვინც ისლამურ სახელმწიფოს გაურბის? ჩვენ ეს ხალხი ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მივიღოთ. პრობლემას ვერ გადავწყვეტთ, სანამ მის გამომწვევ მიზეზებს არ დავამარცხებთ, ამიტომაც ჩვენი საგარეო პოლიტიკა უფრო აქტიური უნდა იყოს და თავს უმოქმედობის უფლებას ვეღარ მივცემთ", - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

"თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იქნებიან როგორც ლტოლვილები, საჭიროებენ დახმარებას და სწრაფ ინტეგრაციას. ისინი კი, ვინც არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზების გამო ჩამოვიდა, გერმანიაში ვერ დარჩებიან, რა რთული პირადი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ", - თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

კომენტარები