ნარკოდანაშაულთან ბრძოლა

სამეგრელოში 4 კილოზე მეტი მარიხუანის მოყვანისთვის ერთი პირი დააკავეს

salon.com

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა- კულტივირებითვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული დავით წ დააკავეს.

დაკავებულის სახლის ჩხრეკის დროს 9 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 3 კილოს და 195 გრამს იწონის. ასევე ამოღებულია 432,30 გრ გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გამომშრალი კანაფი, რომელიც 1 კილოს და 495 გრამს იწონის. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები