მიგრანტები ევროპაში

მიგრანტების პირველი ნაკადი მიუნხენში ჩავიდა

Reuters

უნგრეთიდან გერმანიისკენ დაძრული მიგრანტების პირველი ნაკადი მიუნხენში ჩავიდა. გერმანია 10 000-მდე მიგრანტის მიღებას აპირებს. მიუნხენში ჩასულებს რკინიგზის სადგურზე ადგილობრივები დახვდნენ, ისინი ტაშს უკრავდნენ და ტკბილეულსა და სათამაშოებს არიგებდნენ. 

ოფიციალურმა ვენამ და ბერლინმა ბუდაპეშტში მყოფი დევნილების შეფარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უნგრეთის ხელისუფლება ხალხს რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მატარებლით დატოვების უფლებას არ აძლევდა და თავშესაფრის მოთხოვნას აიძულებდა. თუმცა, მიგრანტთა ნაწილი აცხადებდა, რომ მათ გერმანიასა და ავსტრიაში სურდათ ჩასვლა. ამის გამო მიგრანტების ნაწილი ავსტრიის მიმართულებით ფეხით დაიძრა. შემდგომში უნგრეთმა ავსტრიასთან საზღვარი გახსნა. ავსტრიაც 10 000-მდე მიგრანტის მიღებას გეგმავს.

უნგრეთი კი არალეგალების ნაკადის შესაჩერებლად ქვეყნის სამხრეთ საზღვართან 15 სექტემბრიდან პოლიციისა და არმიის განლაგებას აპირებს.

კომენტარები