ამბასადორიალი

პრემიერი 1995 წელს დაარსებულ ამბასადორიალზე: ეს ტრადიცია ჩვენ დავამკვიდრეთ

mfa.gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალი 2015 წლის დახურვის შეფასებისას განაცხადა: "ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ და ის წარმატებით გრძელდება." საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი საქართველოს ელჩებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები 1995 წლიდან მოყოლებული 15 ჯერ ჩატარდა.  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი ის ყოველწლიურად სექტემბრის პირველ კვირაში ტარდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩატარდა. ამ წელს ახლად დანიშნულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა სამთავრობო კანცელარიაში პირველად მოუყარა თავი ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, სადაც შეხვედრის მთავარ თემას ქვეყნის განვითარების გეგმები, რეგიონალური ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.

პირველი ამბასადორიალი 1995 წელს ჩატარდა
ფოტო: mfa.gov.ge

თუმცა ოთხმოცდაათიანი წლების მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 1995 წლიდან 2004 წლამდე ამბასადორიალი აღარ ჩატარებულა.

2004 წლიდან 2011 წლამდე ამბასადორიალი რამდენჯერმე დედაქალაქისა და ქვეყნის საზღვრებს გასცდა. 2006 წელს ამბასადორიალი ვენაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროპული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა.

2007 წელს კი ამბასადორიალი ბერლინში ჩატარდა, სადაც, წინა წლის მსგავსად, ევროპული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელობა შეიკრიბა.

2013 წელს ამბასადორიალს ახალი ელემენტები შეემატა, უფრო დიდი ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროზე. ასევე პირველად ქართული დიპლომატიის ისტორიაში სპეციალური პროგრამა შეიქმნა ელჩების მეუღლეთათვის.

2014 წელს ამბასადორიალი აგვისტოს თვეში, სამუშაო წლის დაწყებამდე, ჩატარდა, რათა სექტემბრის დასაწყისისთვის საზღვარგარეთ საქართველოს თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას შემუშავებული ჰქონოდა წლის სამუშაო გეგმა ამბასადორიალზე შეჯერებული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.

მეორე ამბასადორიალი
ფოტო: mfa.gov.ge

კომენტარები