მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
tbl.ge/rek
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- პრემიერი 1995 წელს დაარსებულ ამბასადორიალზე: ეს ტრადიცია ჩვენ დავამკვიდრეთ
- აბაშიძე: ევრაზიული კონტინენტი ლამაზად არის დახატული III კლასის სახელმძღვანელოში
- პრემიერი: ვცდილობთ, განვავითაროთ ურთიერთობები ევრაზიის კონტინენტზე
- სერგი კაპანაძე: ამერიკელი სენატორების ვიზიტი აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის დადასტურებაა
- თბილისში ამბასადორიალი მიმდინარეობს