მიგრანტები ევროპაში

ვლადიმირ პუტინმა მიგრანტების კრიზისში ევროპა და აშშ დაადანაშაულა

diena.lv

"ევროპაში მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის მიზეზი ევროპის და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაა", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში ყოფნისას განაცხადა. ვლადიმირ პუტინის აზრით, პრობლემა იმის გამო შეიქმნა, რომ ევროპა ვაშინგტონის პოლიტიკას ბრმად მიჰყვება. პუტინმა ასევე უკრაინის შესახებ ისაუბრა, კიევში განვითარებულ მოვლენებს ბაკქანალია უწოდა და განცხადა, რომ უკრაინის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ შეუწყობს.

"ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ეს კრიზისი სავსებით მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ იქნებოდა დიდი პრობლემები, თუ ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი პარტნიორები კვლავაც გაატარებენ მცდარ საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით მუსლიმური სამყაროს რეგიონებში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო აფრიკაში. ეს არის საკუთარი სტანდარტების თავზე მოხვევა, ისტორიული, რელიგიური, ეროვნული, კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პოლიტიკაა, ევროპა ამ პოლიტიკას ბრმად მიჰყვება, რაც მას შემდეგ ტვირთად აწვება", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები