ლტოლვილები სირიიდან

თურქეთის სანაპიროსთან 11 ადამიანი დაიღუპა

Reuters

თურქეთის სანაპიროსთან სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც სირიელ ლტოლვილებად ითვლებიან. მაშველები ბოდრუმის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაციას განაგრძობენ. ზღვამ სამი წლის ბავშვის ცხედარი გამორიყა. დაღუპულთა შორისაა ქალი და კიდევ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი. მაშველებმა ცხრა ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სირიელი ლტოლვილებად მიჩნეული პირები საბერძნეთის კუნძულ კოსზე გადასვლას აპირებდნენ, როდესაც მათი ორი ნავი ზღვაში გადაბრუნდა. წელს თურქეთის სანაპირო დაცვამ 42 ათასზე მეტი დევნილი გადაარჩინა.

კომენტარები