თამაზ მეჭიაური

კვერენჩხილაძე მეჭიაურზე: ცხოვრებაში ეთიკა და კულტურა მნიშვნელოვანია

არ მგონია, რომ ამ საკითხზე ღირდეს საერთოდ კომენტარის გაკეთება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის ცხოვრებაში ეთიკა და კულტურა უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ალბათ, სჯობია უფრო სერიოზულ საკითხზე, როგორიც არის ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, წარიმართოს უფრო კვალიფიციური, პროფესიული და სიღრმისეული განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით თქვა - "ივანიშვილმა სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები