საოკუპაციო ხაზი

სახელმწიფომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება დააფინანსა

radiotavisupleba.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღების პროცესი დაასრულა. სამინისტროს კუთვნილმა შპს მექანიზატორმა ამ სოფლების მარცვლეული კულტურების მოსავალი უსასყიდლოდ აიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ეს ნაბიჯი ამ სოფლების მცხოვრებლების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გადაიდგა. 

"ოპერატიულად მივეხმარეთ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ლოჯისტიკური თვალსაზრისით, დავამატეთ ის ტექნიკა, რაც იქ აუცილებელი იყო და, როგორც იცით, უსასყიდლოდ მოვახდინეთ ხორბლის აღება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

მათ, ვინც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს მექანიზატორის კუთვნილი ტექნიკით ისარგებლა, სამინისტრომ გადახდილი თანხები უკან დაუბრუნა. 

კომენტარები