საგარეო საქმეთა მინისტრი

კვირიკაშვილი: ევრაზიის კონტინენტს და კავშირს თუ ვერ არჩევენ, ჩემი პრობლემა არაა

ევრაზიის კონტინენტს და ევრაზიის კავშირს თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან, მე მგონია, რომ ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს. იმდენი საინტერესო რამ ხდება მართლაც, რაც ეხება ჩვენს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან, და მე მგონია, რომ არ არის დამატებით საჭირო იმის ახსნა, რამდენად მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავის გუშინდელ განცხადებას განმარტავს.

კომენტარები