საგარეო საქმეთა მინისტრი

ფანჯიკიძე: სავიზო ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ შეეხება

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, სამინისტრო პარლამენტს მალე წარუდგენს კანონპროექტს "უცხოელი მოქალაქეების საქართველოში გადაადგილების და ყოფნის შესახებ". 

"ამ ცვლილებების პაკეტში შეიძლება გადაიხედოს და მოწესრიგდეს ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმები. საქართველოს დაახლოებით 120-მდე ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო, ცალმხრივად გაუქმებული რეჟიმი, აქ იქნება ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები არ შეეხება ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. ასე რომ, მიმდინარეობს მოწესრიგება საქართველოს საემიგრაციო პოლიტიკის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები