ტელეკომპანია იმედი

პრეზიდენტი: შემაშფოთებელია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, "შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს". ტელეკომპანია იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეწყვეტასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მედიას პრეზიდენტის პრესსპიკერმა თიკო მჟავანაძემ გააცნო.

"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. 

დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს. მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყების და მოახლეუბული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიის და კონსტიტუციის გარანტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მედიაში მიმდინარე პროცესებს და, საზოგადოებსთან ერთად, დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას", - აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები