მედია

ნინო დანელია: თოქ-შოუების დახურვა ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

თეორემა/ტაბულა

ილიას უნივერსიტეტის პროფესორ, ნინო დანელიას განცხადებით, ტელეკომპანია იმედზე რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერება მენეჯმენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დანელიას აზრით, მენეჯმენტი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში იღებს, როცა მას ეშინია ხელისუფლების.

"ასეთი რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა ცალსახად არის მენეჯმენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე არ მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იყო ხელისუფლებიდან ზარი განხორციელებულიყო. როგორც ჩანს, ასეთი კონიუქტურაა შექმნილი. მენეჯმენტს ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ერთადერთ შემთხვევაში - როდესაც მას ეშინია ხელისუფლების, ის ანგარიშს უწევს ხელისუფლებას და არ უნდა პრობლემები შეუქმნას საკუთარ თავს ამის გამო. სამწუხაროდ, მედიის თავისუფლების ინდექსი იწევს ქვემოთ და ცხადია, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის დემოკრატიას" - განაცხადა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა, მათ შორის "რეაქცია" და "იმედი კვირა". სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს" შესთავაზებს.

კომენტარები