ქრთამის აღება

სამხედრო ჰოსპიტალის განყოფილების უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

geonews.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის განყოფილების უფროსი, დავით ღვინიაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, "გამოძიებით დადგენილია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ ღვინიაშვილი დაკავებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ".

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები