თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, სამგორის ჩიხის, ქაიროს, წულაძის, ნადარეიშვილის და ენუქიძის ქუჩების, მირზაანის, ბუგეულის, დარკვეთის, ჟღენტის, ლისაშვილის, ზეკარის, სვირის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის, კიშინოვის, მაჩხაანის, თოდრიას, ჯავის, ლუბოვსკის, ხერთვისის, სამღერეთის, ორბეთის, წერონისის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, ზედამზის, ნაქალაქევის და გარეჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

დღესვე, 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. კერძოდ, თევდორე მღვდლის, ცაბაძის და გორის ქუჩებს, ლამის, პისარევის, ჭავჭავაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ახალუბნის, კვალეთის, გედევანიშვილის, ფშავის, რუისპირის, ოძისის, რაზიკაშვილის, გუმბრის, საინგილოს, კაიშაურის და შაქრიანის ქუჩებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება ვერეს დაღმართის, სოლოლაკის ხევის, საქანელას, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჭონქაძის, ლეონიძისა და ბათუ კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ყაზბეგის გამზირის და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს შეუწყდება, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - გლდანის მასივის III (ნაწილობრივ), IV (ნაწილობრივ) მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. 

კომენტარები