გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

სოფელ ბერშუეთთან რუსმა ჯარისკაცებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსმა ჯარისკაცებმა ორი ადგილობრივი მწყემსი - 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი გაიტაცეს. 

დაკავებულების ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გატაცებულები სოფლის განაპირას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 

გატაცების ფაქტს შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "წინა ხელისუფლების დროს საზღვრისპირა სოფლებიდან გატაცებულები თვეობით ჰყავდათ დაკავებული, ახლა კი მათ ორ-სამ დღეში უშვებენ".

კომენტარები