უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

ენმ: საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პარტიის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინელ ხალხს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას. საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი", - აცხადებს ენმ.

უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 24 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

კომენტარები