მეწყერი თუშეთში

მეწყერის გამო თუშეთობა 2015 ჩაიშალა

თუშეთობა 2011
moe.gov.ge

22 აგვისტოს თუშეთობა 2015 აღარ გაიმართება, ამის მიზეზი ფშაველი - ომალოს დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერია. სტიქიის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, თუშეთი ამჟამად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მასთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. 

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ გზის გაწმენდა შესაძლოა დღესვე დასრულდეს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მაინც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თუშეთობა 2015-ის ჩატარების თარიღი ერთი კვირით გადაიწიოს. 

 

კომენტარები