ჩრდილო კორეა

ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჯარების შეტევისთვის მზადების ბრძანება გასცა

Xinhua News Agency/Rex

ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული ჯარების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც კიმ ჩენ ინმა ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, შეიარაღებული ძალები შეტევისთვის მზად უნდა იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეას ულტიმატუმი წაუყენა და საზღვრისპირა ზონაში ხმის გამაძლიერებლებით ინფორმაციის გადაცემის შეწყვეტა მოითხოვა. მანამდე ერთ-ერთი გამაძლიერებლის განადგურების მცდელობა მხარეებს შორის ორმხრივი საარტილერიო ცეცხლის გახსნის საბაბი გახდა.

ორი კორეა ამჟამად ფორმალურად ომის მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელიც პერიოდულად ირღვევა.

კომენტარები