რუსეთ-აფხაზეთი

სოხუმში რუსეთიდან თანხების მიღების პრობლემებს აღიარებენ

rferl.org

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა აღიარა, რომ რუსეთიდან დაფინანსების მიღებაში პრობლემები შეექმნა და სოხუმი იმ მოცულობის თანხებს აღარ იღებს, რასაც მანამდე იღებდა. ამის მიზეზი კი, რაულ ხაჯიმბას თქმით, სხვადასხვა პროექტებისთვის განკუთვნილი 15 მილიონ დოლარამდე თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გახდა.

"როდესაც ზოგიერთები ცდილობენ სპეკულირებას იმით, თითქოს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა გართულდა და რომ, რუსეთი ფინანსურად აღარ დაგვეხმარება, ეს უბრალოდ ხალხის მოტყუების მცდელობაა. საქმე ისაა, რომ იმ პროექტებზე გამოყოფილი ფულის დიდი ნაწილი, რომლებიც წინა წლებში ხორციელდებოდა, არადანიშნულებისამებრ დაიხარჯა. შემოწმებამ დაადასტურა, რომ მილიარდ რუბლზე მეტი არამიზნობრივად არის დახარჯული", - თქვა ხაჯიმბამ.

კომენტარები