ხანძარი ჩუღურეთის რაიონში

ჩუღურეთის რაიონში ხანძრის შედეგად 10-ამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩუღურეთის რაიონში მდებარე შიო არაგვისპირელის შესახვევში ხანძრის შედეგად 10-ამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ცეცხლი ე.წ. ბარაკების ტიპის სახლებს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ისინი მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები