მცოცაცი ოკუპაცია

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უწყების ვებგვერდი რეკონსტრუქციის რეჟიმშია

kvira.ge

„სამინიტროს ვებგვერდს აწერია ძალიან მკვეთრად, რომ არის რეკონსტრუქციის რეჟიმში და ახალი ვებგვერდი კეთდება", - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტაცია სამინისტროს ვებგვერდიდან აიღეს. როგორც ტაბულას სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ნარჩემაშვილმა განუცხადა, შეიქმნა ახალი საიტი და ჯერ დასრულებული სახე არ აქვს.

"შეიქმნა ახალი საიტი და ძველიდან ახალზე ინფორმაციის გადატანისას ტექნიკურ პრობლემებს გადავაწყდით. ახალი საიტი სხვა პროგრამაზე დაიწერა და ძველი პროგრამიდან ვერ მოხდა ზოგიერთი მასალის გადმოტანა. ის, რომ ჩვენ ეს მასალები მოვხსენით, სწორი არ არის. მიმდინარეობს დამუშავება და ყველაფერი იქნება იმ დიაგრამებში, რაც არის მოცემული ვებგვერდზე", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ ახალ საიტზე ინფორმაცია თავმოყრილი იქნება საქართველოში მომხდარი ყველა კონფლიქტის თემაზე - როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის, ასევე აფხაზეთისა და ოსეთის ძველი კონფლიქტების შესახებ.

კომენტარები