მსუბუქი ნარკოტიკები

კვლევა: უილიამ შექსპირი, სავარაუდოდ, მარიხუანას მოიხმარდა

უილიამ შექსპირი
ALAMY

უილიამ შექსპირი შესაძლოა, სონეტებს მსუბუქი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ წერდა. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც სამხრეთ აფრიკელმა მკვლევრებმა მოამზადეს.

მკვლევრებმა შექსპირის ბაღში ჩიბუხები აღმოაჩინეს, რომლებშიც მარიხუანის ნარჩენები ნახეს. აღნიშნული მათ ჩიბუხების ქიმიური ანალიზის შედეგად დაასკვნეს.

უილიამ შექსპირის ბაღში აღმოჩენილი ჩიბუხებიდან ოთხში მარიხუანის ნარჩენები აღმოაჩინეს, ხოლო ორში კოკას ფოთლები.

კვლევის თანახმად, მართალია, არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, რომ შექსპირი მარიხუანას ეწეოდა, მაგრამ ის ნამდვილად დადასტურებულია, რომ მსუბუქი ნარკოტიკი მაშინ მოიხმარეს, როდესაც შექსპირი ამ სახლში ცხოვრობდა.

კომენტარები