შსს

დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დიდუბეში რკინიგზის ლიანდაგებთან დღეს გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შუა ხნის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები