სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

გომელაურის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გომელაურს კიდევ ორი მოადგილე - ლევან იზორია და მირიან მჭედლიშვილი ეყოლება.

გოგაშვილი აქამდე შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა და ეს პოზიცია დღემდე ვაკანტურია.

კომენტარები