FIFA-ს კოკა-კოლას რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა და ამრიგად, ცხადაძის გუნდი მსოფლიოს ნაკრებებს შორის 154-ე ადგილზეა.
რეიტინგში პირველ ადგილს არგენტინის ნაკრები იკავებს, მეორეზეა ბელგიის ეროვნული გუნდი, მესამე პოზიციაზეა გერმანიის ნაკრები, რომელსაც ბოლო თვეში მატჩი არ ჩაუტარებია და შესაბამისად ქულებიც დააკლდა.
აღსანიშნავია, რომ მე-7 ადგილს რუმინეთის ეროვნული გუნდი იკავებს, ასევე ათეულშია უელსიც, რომელიც მე-9 პოზიციაზეა.
გთავაზობთ კოკა-კოლას რეიტინგის სრულ ათეულს:
1.არგენტინა
2.ბელგია
3.გერმანია
4.კოლუმბია
5.ბრაზილია
6.პორტუგალია
7.რუმინეთი
8.ინგლისი
9.უელსი
10.ჩილე