ტელეკომპანია რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად გუშინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ადვოკატების თქმით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება რუსთავის 2-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულდეს. ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის 2-ის წილების დაყადაღება მათ საშუალებას მისცემს, აღიკვეთოს პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შენარჩუნდეს ქონების დაბრუნების შანსი.

კომენტარები