ხანძარი თბილისში

თბილისის სპორტის სასახლესთან და ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისის სპორტის სასახლესთან და დიდუბეში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია.

სპორტის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ბალახსა და ხეებს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ჯერჯერობით არ მომხდარა, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები.

ცეცხლი გაუჩნდა საღებავების საწყობს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩაზე, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.

კომენტარები