თბილისის მეტრო

ხვალიდან, მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და თბილისის მერი ხვალ მეტროსადგურ უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებს გახსნიან.

"20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ უნივერსიტეტამდე. ასევე, პროექტის ფარგლებში დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. მინისტრი და ფონდის დირექტორი პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

 

კომენტარები