დენის ტარიფი

სოციალურად დაუცველ 208 ათას ოჯახს ტარიფში არსებულ სხვაობას მთავრობა დაუფარავს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 208 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს ტარიფის გაძვირებულ ნაწილს მთავრობა დაუფარავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. პრემიერის თქმით, თუკი სემეკი ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა კომპანიები მოსახლოებისთვის დენის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას ვეღარ შეძლებდნენ.

''სახელმწიფო მთლიანად დაუფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დაახლოებით 208 ათას ოჯახს, ყველას, ვინც 70 ათას ქულა მიიღო სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იმის მიუხედავად,  რომელი კატეგორიის მომხმარებელია" - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ბუნებრივი აირის სუბსიდირებაზეც ისაუბრა, რომელშიც 50 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. 

კომენტარები