უკრაინა

უკრაინაში კომუნისტური მიმართულების სამი პარტია აიკრძალა

უკრაინაში კომუნისტური მიმართულების სამივე პარტიას არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. აკრძალვა მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინის კომუნისტური, განახლებული კომუნისტური და მუშათა და გლეხთა კომუნისტური პარტიების საქმიანობა დამოუკიდებელმა კომისიამ შეისწავლა და დაასკვნა, რომ მათი სიმბოლიკა, პროგრამა და წესდება ქვეყნის კანონმდებლობას არღვევს.

რამდენიმე თვის წინ უკრაინის რადამ დეკომუნიზაციის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკასა და პროპაგანდას კრძალავს. დღეიდან კომუნისტურ გაერთიანებებს უკრაინაში პოლიტიკური პარტიის სტატუსი ჩამოერთმევათ. თუმცა უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერმა პეტრ სიმონენკომ განაცხადა, რომ მისი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. 

 

კომენტარები