ყირიმის ანექსია

დუმის სპიკერმა ყირიმის ანექსიაში უკრაინა დაადანაშაულა

theiranproject.com

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ყირიმის ანექსიაში უკრაინა დაადანაშაულა. როგორც სერგეი ნარიშკინმა ფრანგ პარლამენტარებთან შეხვედრისას განაცხადა, 1991-დან 2014 წლამდე ყირიმი უკრაინის მიერ მშვიდობიანად იყო ანექსირებული, ადგილობრივ მოსახლეობას კი რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურდა.

10 ფრანგი პარლამენტარი ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას გეგმავს, რამაც უკრაინის საგარეო უწყების აღშფოთება გამოიწვია. კიევმა შესაძლოა მათ უკრაინაში შესვლა აუკრძალოს.

 

კომენტარები