ოდესის გუბერნატორი

სააკაშვილის მოთხოვნით ილიჩევსკის პორტის ხელმძღვანელი გადააყენეს

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

ოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს. განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ნავსადგურში გააკეთა. მისი თქმით, ნავსადგურის დირექტორმა ნავმისადგომები იჯარით ოფშორულ კომპანიაზე გასცა, რითიც სახელმწიფოს ზარალი მიაყენა.

"რამდენიმე დღის წინ ამ პორტმა გააფორმა ხელშეკრულება პირველი და მეორე ნავმისადგომების თაობაზე ბელიზში გაფორმებულ ოფშორულ კომპანიასთან. ფაქტობრივად, პირველი და მეორე ნავმისადგომები უკრაინის სახელმწიფოსა და ბიუჯეტის კონტროლიდან გავიდა. არ მაქვს არანაირი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ გარიგებასთან", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

გუბენატორის განცხადებით, დირექტორი თანამდებობას მისი მოთხოვნით ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩამოაშორა და დროებითი მმართველი დანიშნა. ნავსადგურის საქმიანობას პროკურატურა იძიებს.

 

კომენტარები