მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. თბოელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ბუნებრვი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში. გრძელვადიან პროცესში რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, არ მოხდეს გათიშვები, ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
tbl.ge/77c
დაკოპირდა

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის 3.95 თეთრით გაძვირებაზე.
ამავე თემაზე
- სად მიდის დენის გაძვირებით მიღებული თანხა - ოპოზიციის ალიანსი
- დენის მოხმარების ზრდას ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგი იწვევს - ბაკარაძე
- აღარ იქნება ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები - სემეკი დენის ფასის ზრდაზე
- სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე
- თბილისსა და რეგიონებში დენის ფასი 5 თეთრით გაიზრდება




