სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი: ეკამ EBRD-ში რაც იგულისხმა, ის ვუპასუხე

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა:

“მინდა, მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო, ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500-ევროიანი იყო, მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არ დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე, თუ ვინმე ლამაზი ქალი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა, ძალიან გაწუხებთ თქვენ ასეთი საკითხები. აი, მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე - ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა ამ რამოდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი EBRD-ზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე EBRD-ზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ EBRD-ზე 10 წლის განმავლობაში. ეს EBRD-ობა ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან, ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, იმპლემენტირება გავაკეთოთ საღი აზრების".

შეგახსენებთ, რომ EBRD ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია.

 

კომენტარები